“რადიკალურ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, არც გეგმა აქვთ და არც ხედვა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა” – მაჭავარიანი
“რადიკალურ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს. მათ არც გეგმა აქვთ და არც ხედვა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
მაჭავარიანი საპატიმრო დაწესებულებიდან ნიკა გვარამიას გამოსვლის ფაქტს გამოეხმაურა.
“საზოგადოება მათ აღიქვამს, როგორც გარედან დაქირავებულ აგენტებს. მათ არ აქვთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერა. არ აქვთ გეგმა. საქართველოში 2012 წლიდან პოლიტპატიმარი არ არსებობს. რაც შეეხება ყოფილ თანამდებობის პირებს, ეს ადამიანები ბრალდებულები არიან კონკრეტულ საქმეებში, როგორც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, პარტია “ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმრო დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა.