ეკა სეფაშვილი: ვიქტორ ორბანის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

„ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება.

„ორბანის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც დაისახა გეგმა, საქართველო გახდეს სატრანსპორტო ჰაბი ენერგორესურსებისთვის თუ ასე შემდეგ, ეს საუბარი არ დარჩა საუბრად და საქმიანი ვიზიტი განხორციელდა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა იქნება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესში, არამედ ყველა იმ ქვეყნის ინტერესში, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესებში, რომლებიც ისარგებლებენ საქართველოს გავლით თავიანთი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები