Hraparak: ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამოაზრეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
ამის შესახებ გაზეთი „ჰრაპარაკი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ „იმ დროს, როდესაც ათასობით მოქალაქე რესპუბლიკის მოედანზე მომხდარს აპროტესტებდა და ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა, ნიკოლ ფაშინიანმა „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენელთა ვიწრო წრე შეკრიბა. მან ირიბად მიახვედრა გუნდს, რომ ძალაუფლებას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს”.
როგორც გამოცემა ირწმუნება, სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომ გამოიყენა პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ უხეში ძალა და ხმოვანი ყუმბარები.