“მოლდოვა უკრაინის გამარჯვების შემდეგ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას ელოდება” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ, რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობები შეიქმნება.

ამის შესახებ მან France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ მოლდოვა შეძლებს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ევროკავშირში გაწევრიანებას.

“ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც უკრაინა მოიგებს ომს, შეიძლება, წარმოიშვას გეოპოლიტიკური შესაძლებლობა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მაგრამ იმ პირობით, რომ ეს მშვიდობიანად მოხდება. იმავდროულად, ჩვენ ვემზადებით ამ გეოპოლიტიკური შესაძლებლობისთვის”, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიას, რომელიც ასევე იცავს მოლდოვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები