“მოსკოვი და თეირანი თავდაცვის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ” – შოიგუ

მოსკოვი და თეირანი თავდაცვის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ირანელ კოლეგასთან, მოჰამედ რეზა აშტიანთან მოლაპარაკებების დროს.

თეირანში ვიზიტით მყოფმა შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი “მიზნად ისახავს დაგეგმილი აქტივობების მთელი სპექტრის განხორციელებას, შეერთებული შტატებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგობის მიუხედავად. რუსეთსა და ირანზე სანქციების ზეწოლა აჩვენებს მის უპერსპექტივობას, ხოლო რუსეთ-ირანის ურთიერთქმედება ახალ დონეს აღწევს”.

მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში შემდგომი ერთობლივი ქმედებებისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ რუსეთ-ირანული დიალოგი განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება.

მისი თქმით, ეს დიდწილად განპირობებულია ნდობის ურთიერთობით, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთისა და ირანის ლიდერებს შორის.

სერგეი შოიგუს თეირანში დელეგაციასთან ერთად 19 სექტემბერს გაფრინდა, ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც ბაქომ ყარაბაღის რეგიონში “ანტიტერორისტული ღონისძიებები” დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები