მედია: ევროპარლამენტმა 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას დაუჭირა მხარი

ევროპარლამენტმა ევროკომისიის წინადადებას დაუჭირა მხარი, რომ მომდევნო წელს თავდაცვის ბიუჯეტისთვის მეტი თანხა იყოს გამოყოფილი.
ევროკავშირის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებას Euractiv-ი გაეცნო.
შუალედური შეთანხმების თანახმად, ევროპარლამენტში სურთ ევროპის თავდაცვის ფონდის (EDF) გაზრდა 625 მილიონი ევროთი, ასევე, მოხდეს დამატებით 45 მილიონი ევროს გამოყოფა სამხედრო მობილობისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის საბჭო მხარს დაუჭერს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის განახლებულ პოზიციას, მაშინ 2024 წელს EDF 1,263 მილიარდ ევროს მიიღებს, ხოლო სამხედრო მობილობის პროგრამა – 286 მილიონ ევროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები