ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი ბირთვულ მუქარას გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული ომის საფრთხის თემას შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არასტაბილურობის გასაძლიერებლად იყენებს.

როგორც მან CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, კრემლი ელოდება, რომ შეერთებული შტატები ნაკლებად სტაბილური გახდება, მაგალითად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

“ვფიქრობ, რომ მუქარას გააგრძელებს. ის ელოდება, რომ შეერთებული შტატები გახდება ნაკლებად სტაბილური. მისი აზრით, ეს მოხდება აშშ-ის არჩევნების დროს. ის შეეცდება არასტაბილურობას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის გამოიყენებს ბირთვული იარაღის გამოყენების რისკის თემას არასტაბილურობის გასაძლიერებლად და მუქარას გააგრძელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები