პრაღაში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
პრაღაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია, სახელწოდებით „ჩეხეთი სიღარიბის გარეშე“ გამართა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დემონსტრანტებმა მემარჯვენეცენტრისტული მთავრობის გადადგომა და უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა მოითხოვა.
საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო მოძრაობა PRO-ს მიერ, რომელიც არის ნაციონალისტური, პრორუსული და ანტიდასავლური ხაზის მიმდევარი.