ანტონიო ბანდერასს ახალი რჩეული ჰყავს – ფოტოკოლაჟი

   ესპანური პრესის ინფორმაციით, კინოვარსკვლავ ანტონიო ბანდერასს ახალი შეყვარებული ჰყავს. ეს გახლავთ ბანკირი ჰოლანდიიდან – ნიკოლა კემპელი. თავდაპირველად წყვილი ერთად კანის ფესტივალზე ნახეს, ახლახან კი სენ-ტროპეს ერთ-ერთ კლუბში დააფიქსირეს. მხურვალე ცეკვის შემდეგ პაპარაცებმა ოტელისაკენ ერთად მიმავალი წყვილის ფოტოგრაფირება მოახერხეს.
როგორც აღმოჩნდა, ეს ბანდერასისთვის დროებითი ფლირტი არ ყოფილა და სერიოზულად არის დაკავშირებული ნიკოლთან. წყაროები ირწმუნებიან , რომ 54 წლის მსახიობმა კემპელი მელანი გრიფიტთან განშორების შემდეგ გაიცნო. როგორც ჩანს, ვარსკვლავური წყვილის განშორების მიზეზი ნიკოლი სულაც არ ყოფილა.
შეგახსენებთ, მელანი გრიფიტმა და ანტონიოს ბანდერასმა ერთად 19 წელი გაატარეს. რაც შეეხება გრიფიტს, განქორწინების შემდეგ ის ლაზერული პროცედურის კურსზე ჩაეწერა, რათა სხეულიდან ანტონიოს სახელთან დაკავშირებული ტატუები მოეშორებინა. ინტერვიუში მელანიმ განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია.

10665202_512605905549763_9006490791180952336_n

10698655_512605845549769_8883772307437584393_n

10426855_512606135549740_7164609517455718237_n

10628488_512605988883088_5310527676726815047_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები