ირაკლი ზარქუა – ოპოზიციის აქციაზე: ეს იყო მორიგი ლუსტრაცია ამ ლუზერების
“ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები”, – ამის შესახებ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუას თქმით, შექმნილია კანონმდებლობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ასეთ ოდიოზურ ფიგურებს აქვთ შესაძლებლობა გაისეირნონ და გამოისეირნონ.
„ეს იყო მორიგი ლუსტრაცია ამ ლუზერების. შეუძლებელია, შენ როდესაც მწვალებელი პარტიის სიმბოლო იყავი, შემდეგ დემოკრატიის მანტია მოისხა და ხალხი გაგყვეს.
შევქმენით კანონმდებლობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ასეთ ოდიოზურ ფიგურებს აქვთ შესაძლებლობა გაისეირნონ, გამოისეირნონ. ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით. ეს დემოკრატიული საქართველოა. პირიქით, ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.