შვეიცარიაში, ვინთერთურის სადგურზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
შვეიცარიაში, ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ.
პოლიციის ინფორმაციით, 31 წლის შვეიცარიელმა მამაკაცმა ბლაგვი იარაღით სამ მგზავრს ჭრილობები მიაყენა.
დაშავებულები – 28, 43 და 52 წლის მამაკაცები – საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მდგომარეობაზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცავები ამ დროისთვის მისი მოტივის დადგენაზე მუშაობენ. გამოძიება გრძელდება.