პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა ნინო კოდანაშვილმა, ლელა ჭეშმარიტაშვილმა, მარიამ თათულაშვილმა, ირაკლი დანელიამ, ნინო მიქავამ, ვარლამ გელაშვილმა, ანახანუმ შამილოვამ, ბაადურ ნაჭყებიამ, თინათინ ჭურღულიამ, დავით ხუციშილმა, მარიკა ბარამიამ და მიხეილ კუპრაშვილმა თბილისის 41-ე, 75-ე, 67-ე, 106-ე, 115-ე, 220-ე, 133-ე, 165-ე და 173-ე და საჯარო სკოლების მოსწავლეებს კიბერდანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს კიბერშეტევის სახეებზე, მათ მიზნებსა და თავდაცვის მექანიზმებზე, ასევე პრევენციულ ღონისძიებებზე.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ისახავდა მიზნად.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები