სოფელ ტახტისძირში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაცია სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაცია სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 436 გრძ. მეტრი გზის საფარის დაგება.

“ამ ეტაპზე დასრულებულია ხელოვნური ნაგებობებისა და საფუძვლის მოწყობა და მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის დაგება მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.

სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები