ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა

ლიბანში, 27-28 მაისს, ისრაელის მიერ ტიროსის ქალაქსა და სხვა ტერიტორიებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 37 დაშავდა,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

დეპარტამენტის ცნობით, გუშინ, 27 მაისს, ტირში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას, სამხრეთ ლიბანის საიდას რეგიონში, ადლუნის ქალაქში, ისრაელის მიერ ავტომობილზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, კიდევ ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.

ისრაელის არმიამ ადრე ტიროსის მაცხოვრებლებს დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ და ზაჰრანის მდინარის ჩრდილოეთით გადასვლისკენ მოუწოდა, რადგან ქალაქზე შემდგომი საჰაერო დარტყმებისთვის ემზადებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები