ხობის მუნიციპალიტეტში დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა – დაშავებულია ხუთი ადამიანი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი.
“კვირას” ინფორმაციით, დაშავებული არიან მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ორი მსუბუქი ავტომანქანაც.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები