ვინ იყო ჰერმეს ტრისმეგისტრი
ჰერმეს ტრისმეგისტრი (Hermes Mercurius Trismegistus) ნახევრად მითიური პეროსნაჟია, რომელიც არსებული ინფორმაციით, თავის თავში მოიცავს ორი ღვთაების, ეგვიპტური ტოტის და ბერძნული ჰერმესის გაერთიანებას. მას მიაწერენ რელიგიურ-ფილოსოფიური სახის სწავლებებს, რომლებიც ტრაქტატების სახითაა შემორჩენილი ძველ ბერძნულ ენაზე და ამ ტრაქტატებზე დაყრდნობით წარმოიშვა ეზოთერული მეცნიერება ჰერმეტიზმი.
ჰერმეტიზმი – ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს „საიდუმლოს“, „ფარულს“, „ამოუცნობს“. მას უწოდებენ მეცნიერებას, რომელიც ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს სწავლობს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია და, საერთოდ, ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია.
ჰერმეტისტულ მეცნიერებებში მოიაზრება: ალქიმია, კაბალისტიკა, სხვადასხვა ტიპის მაგია, ასევე – წინასწარმეტყველება, ნეკრომანტია, ასევე თეოლოგიური ფოლოსოფია, ანუ თეოსოფია. ჰერმეტიზმი განსხვავდება მისტიკისგან, თავისი ბუნებით მისტიკა არის სულიერი, ხოლო ჰერმეტიზმი კი – უფრო პრაქტიკული და ნატურალისტური. ჰერმეტიზმი იკვლევს ადამიანის დამოკიდებულებას, ბუნების საიდუმლო ძალებთან კონტაქტს. თუმცა მისტიკასა და ჰერმეტიზმს ბევრი საერთო ასპექტიც აქვთ.