ნასა მარსზე გასაფრენად ახალ სარაკეტო ძრავებს ქმნის
ამერიკის ნაციონალური აეროკოსმონავტიკის სააგენტოს ინფორმაციით, ახალ სარაკეტო დანადგარებს შემოდგომაზე გამოცდიან. მკვლევართა ჯგუფის განმარტებით, შეამოწმებენ რამდენიმე ახალ დანადგარს, რომლებიც სამომავლოდ მარსისკენ მიმავალ რაკეტმზიდებზე იქნება დამონტაჟებული.
დამზადების პროცესშია საშუალო (77 ტონა) და დიდი (143 ტონა) დატვირთვის რაკეტმზიდები, აღნიშნული ტექნიკური პროექტი ნასას ადმინისტრაციას 7 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
,,ეს წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, ჩვენმა გუნდმა პროექტის ტექნიკური და პროგრფამული მხარის უზრუნველყოფა შეძლო, ახალი ტექნოლოგიების გამოცდა უკვე შემოდგომის მეორე ნახევარში მოხდება“,- განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რობერტ ლაიტფუტმა.