აღმოჩენილია სიცოცხლის ახალი ფორმა – ზღვის სოკოები

დღეს მეცნიერები თამამად აცხადებენ, რომ მსოფლიო ოკეანის თითქმის 95% შეუსწავლელია. ეს დამაინტრიგებელი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პლანეტის საზღვაო რესურსი ჩვენთვის უცნობი ცოცხალი ორგანიზმებით არის დასახლებული, რომელთა კვლევის საშუალებას მხოლოდ თანამედროვე ტექნიკა იძლევა. დანიელმა ოკეანოლოგებმა მეცნირებისთვის დღემდე უცნობი სასიცოცხლო ფორმა აღმოაჩინეს, რომელიც საზღვაო სოკოების ოჯახს მიაკუთვნეს, თუმცა ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, ეკუთვნის თუ არა აღნიშნული ფორმები სოკოების გვარს.
ახალი აღმოჩენა მიკრობიოლოგ ჟან ჯასტს და მის კოლეგებს ეკუთვნით. მათ იპოვეს ახალი სახეობის 18 ნიმუში, რომელთა გამოკვლევა დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ პირველად მსგავსი ტიპის ორგანიზმები 1986 წელს, ტასმანიასთან ახლოს იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები