დედამიწას 20 მეტრი დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება

ასტეროიდი „2014 RC“ დედამიწას უახლოვდება. 7 სექტემბერს მას დედამიწისაგან მხოლოდ 40 ათასი კილომეტრი მანძილი დააშორებს. შედარებისთვის ეს მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებია. ასტეროიდი ამერიკული ტელესკოპ „PAN-STARRS 1“-ის საშუალებით შენიშნეს, რომელიც კუნძულ მაუიზე არსებულ ჰავაის ვულკან ჰალეაკალანზეა დამონტაჟებული. ასტრონომების აზრით, ამ ეტაპზე ასტეროიდი საშიშროებას არ წამმოადგენს. მაგრამ სპეციალისტები ყურადღებას აპყრობენ იმ ფაქტს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ განმეორებით და გაცილებით უფრო ახლოს მოხდება დედამიწასთან ამ ასტეროიდის მოახლოება . განმეორებითი მოახლოების შესაძლო შედეგებზე საუბრისაგან კი მეცნიერები თავს იკავებენ.
მომზადებულია VESTI.RU-ს მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები