ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა საქორწილო ფოტოები 2 მილიონ დოლარად გაყიდეს

    ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ქორწილის ფოტოები ორ ჟურნალს 2 მილიონ დოლარად მიყიდეს. ექსკლუზიური ფოტოები ჟურნალებმა „ჰელოუმ“ და „ფიფლ“-მა გამოაქვეყნეს.
ამ ფოტოებში ფადახდილი თანხა კი მსახიობთა წყვილმა საკუთარ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს.
როგორც „ნიუ- იორკ დეილი ნიუსი“ იუწყება, ფოტოებში გადახდილი თანხა ორმა ჟურნალმა ერთობლივად გადაიხადა. მსგავს ფოტოებში ადრე გამოცემები მზად იყვნენ 2 მილიონზე ბევრად უფრო მეტი თანხა გადაეხადათ, თუმცა დღეს – 2 მილიონიც საკმაოდ დიდი თანხაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯოლის და პიტის ქონება 385 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ამ სურათებით მსახიობები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ნამდვილად არ აპირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 23 აგვისტოს, საფრანგეთში, საკუთარ მამულში დაქორწინდნენ. ქორწილს მხოლოდ ნათესავები, ახლო მეგობრები და ვარსკვლავური წყვილის შვილები ესრებოდნენ. პირველი ფოტოები ჟურნალმა „ჰელოუ“-მ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა. ჯოლის საქორწილო კაბაზე მისი შვილების ნახატები იყო აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები