აზერბაიჯანში უნიტაზში გაჭედილი ქალბატონის განთავისუფლების ოპერაცია ჩაატარეს (ვიდეო)
აზერბაიჯანში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად მაშველებმა უნიტაზში გაჭედილი ქალბატონი დაიხსნეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო „1news.az“ იტყობინება, გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს სატელეფონო „ცხელ ხაზზე“ – „112“ შემოვიდა გამოძახება 57 წლის სუმგაითელი ქალბატონის აბუტელ ბაგიროვას გადარჩენის მოთხოვნით.
როგორც გაირკვა, ქალბატონს უნიტაზში გასაღები ჩაუვარდა და მისი ამოღების მცდელობისას გაიჭედა. გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს მაშველები სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ქალბატონის განთავისუფლებას. უამრავი გულშემატკივრისა და სატელევიზიო გადაღების ფონზე მაშველებმა მისია წარმატებით შეასრულეს და ქალბატონი გაანთავისუფლეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4v4pZs-mocM” width=”560″ height=”315″]