პროგრამა ,,სეტის“ საიდუმლო პროექტი

2009 წლის 15 მარტს „ნიუ-იორკ თაიმსმა“ სენსაციური განცხადება გამოაქვეყნა. ამავე განცხადებაზე ჩინელი მაო კენი წერს. იგი აღნიშნავს, რომ მან “ნასას” არქივებიდან უამრავი აქამდე გასაიდუმლოებული ინფორმაცია მიიღო. მისი განცხადებით, ამერიკელებმა მთვარეზე არა მარტო ადამიანთა ფეხის კვალი, არამედ სხვა უცხო სხეულებიც, კერძოდ კი – ადამიანთა გვამები გადაიღეს.
ისმის კითხვა, საიდან გაჩნდა იქ ადამიანის სხეულები, თუ მანამდე მთვარეზე არვინ არ ყოფილა. ეს ფოტოები მთვარის ზონდმა გადაიღო. მთვარეზე ჰაერის არ არსებობის გამო შესაძლებელია ამ ფოტოებზე უმნიშვნელო დეტალების გარჩევაც კი. მაომ განახადა, რომ გვამების გარჩევა ამ ფოტოებზე ძალიან ადვილი იყო. დოქტორმა ჯონსტონმა, რომელიც „ნასას“ ლაბორატორიის მაკონტროლებელ მენეჯერად მუშაობდა, განაცხადა, რომ ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე საოცარი ფაქტები დააფიქსირეს. ეს იყო უძველესი ნაგებობები, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ უცხო ცივილიზაციის ხელი. აქ ასევე აღმოჩნდა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა და მექანიზმები, ამ ყველაფერზე ჯერ ისევ დუმს აშშ-ს ხელისუფლება. არამიწერი გონების ძებნის ამერიკულმა სააგენტომ სენსაციური განცხადება გააკეთა. სამი გიგანტური ზომის არამიწერი წარმოშობის ხომალდი მზის სისტემაში მოძრაობს. მათ შორის ყველაზე დიდის ზომა 2 კმ-ს უდრის. ეს ობიექტები პლუტონის ორბიტასთან ახლოს მოძრაობენ. ამ ხომალდების აღმოჩენა საძიებელმა სისტემა “ჰაარდმა” შეძლო. ეს სისტემა ალიასკაზე მდებარეობს და მისი ნამდვილი დანიშნულება ჩრდილოეთის ციალზე დაკვირვება იყო. ,,სეტის“ განცხადებით, მათი დაკვირვება ადვილი გახდება მაშინ, თუ ისინი მარსის მიმართულებით გადმოინაცვლებენ.

10634144_738378332894796_1591977912_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები