პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ორი პირი დააკავეს

პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ორი პირი დააკავეს.

როგორც „კვირას“ შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, კონკრეტული პირები 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მათივე განცხადებით, დაკავებულები არასრულწლოვნები არ არიან.

ცნობისთვის, პარლამენტში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლა მიმდინარეობს, პარალალურად, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები