ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ
შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის – „გარდაბანი 3″-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.
„შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე – 3000 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. ასევე დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი. დაგეგმილი გვაქვს 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის -„გარდაბანი 3″-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმა.