“იმ კანონების გაუქმებას ვითხოვთ, რომლებიც გენდერულ იდენტობას აღიარებს” – იაგო ხვიჩია
“იმ კანონების გაუქმებას ვითხოვთ, რომლებიც გენდერულ იდენტობას აღიარებს და პრემიერს ვთხოვთ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, გვინდა, გავიგოთ, მისი პოზიცია ჩვენს კანონთან დაკავშირებით, რომლებიც შემოვიტანეთ გუშინ და ეხება გენდერული იდენტობის პოლიტიკის დამთავრებას ქვეყანაში და ვთხოვთ მხარდაჭერას, რადგან მოგეხსენებათ, პრემიერი საკმაოდ აქტიურია ამ თვალსაზრისით და ყველგან აკრიტიკებს და ებრძვის ლგბტ პროპაგანდისტებს მისი გადმოსახედიდან.
ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც “ქართული ოცნების” დროს გვაქვს მიღებული და აღიარებს გენდერულ იდენტობას, ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერს დაუჭიროს ჩვენს კანონს მხარი, რითაც ეს ყველაფერი უქმდება.
ჩვენ არ გვჯერა ზოგადად, გენდერის და გენდერული იდენტობის, გვჯერა, რომ არსებობს ორი სქესი – ქალის და კაცის, რასაც საუბრობდა პრემიერი სადღაც. ჩვენ გვაქვს გენდერული საბჭო, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც “ქართული ოცნების” დროსაა მიღებული, მაგრამ არ პასუხობს “ქართული ოცნების” პოზიციას. ჩვენ კი გვაქვს გენდერული საბჭო, მაგრამ გენდერს არ ვცნობთ.
“საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”, ასე წერია ბიბლიაში, ჩვენ შეტანილი გვაქვს კანონპროექტი, რომელიც იმ ყველაფრის წინააღმდეგ არის, რასაც პრემიერი სიტყვით ებრძვის და ჩვენ ვითხოვთ მის მხარდაჭერას, ვითხოვთ გენდერული იდენტობის ამოღებას ქვეყნის კანონმდებლობიდან, ადამიანების თანასწორობას კანონის წინაშე და არა მოგონილი პრივილეგიებით გათანასწორებას, ვითხოვთ ბევრი კანონის გაუქმებას, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციულის. გენდერული საბჭო ისედაც არ ცნობს ქალის და კაცის გარდა სხვა გენდერს, პრემიერიც დაახლოებით ამ რიტორიკით გამოირჩევა ყოველთვის და გვინდა, ეს კანონები კი მის დროს არის მიღებული, ხოლო ჩვენ გვინდა რაღაცნაირად სწორ გზაზე დავაყენოთ ბოლომდე “ქართული ოცნება”. თან ისიც გვინდა, როცა საუბარი დაიწყება იმაზე, რომ ვიღაც არის ლგბტ პროპაგანდისტი, ხალხმა იცოდეს, ვინ არის ნამდვილი “ლგბტ პროპაგანდისტი,” თუ ეს კანონები ძალაში დარჩება”, – განაცხადა ხვიჩიამ.