საქართველო ეფექტიანად ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ ევროპული გამოცემის EUObserver-ის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის, ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
გამოცემა მკითხველს agenda.ge-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას სთავაზობს, სადაც ამერიკელი ბრიტანელი და ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატების შეფასებებია მოყვანილი.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევის ო’სალივანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო და გამოიჩინა სიფხიზლე, რათა არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
“სანქციების საკითხი არ უნდა იქცეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების დაბრკოლებად. ბოლო ორმა დღემ დაგვარწმუნა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს”, – აცხადებს დევიდ ო’სალივანი.
“გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი, კუმარ იერი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას ემსახურება.
ამერიკელი დიპლომატი, ჯიმ ო’ბრაიანი კი მაღალ შეფასებას სანქციების შესრულებასთან მიმართებით საქართველოს მთავრობის კომპლექსურ მიდგომას.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით შთამბეჭდავი სამუშაო გასწია.
სტატიაში აღნიშნულია ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას სანქციების გვერდის ავლაში აქტიურად ადანაშაულებდნენ, თუმცა, ბრალდებებისა და სპეკულაციების მიუხედავად, ასეთი შემთხვევა არ გამოვლენილა”, – ვკითხულობთ სტატიაში.