პრემიერმინისტრის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის პარალელურად, პარლამენტთან “ნაცმოძრაობის” აქცია იმართება
საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის პარალელურად, პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია იმართება. პარტიის წევრები და აქტივისტები ადგილზე ბანერებით არიან მისულები.
“ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა პროგრესი, წინსვლა, ევროპაში ინტეგრაცია, პერსპექტივა. დღესვე, საქართველოს ახალგაზრდობამ რომ შეცვალოს ეს მთავრობა, წინ წავალთ”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.