“ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც პრემიერის ანგარიში მოიცავს” – მიხეილ სარჯველაძე

„ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც პრემიერის ანგარიში მოიცავს, შესრულებულია, რასაკვირველია, მაღალ დონეზე“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც მოიცავს ანგარიში. შესრულებულია, რასაკვირველია, მაღალ დონეზე და მე მოლოდინი და ინტერესი მაქვს, რომ საუბარი იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. რაც საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ანგარიშში ნაჩვენებია ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა. თუმცა, მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია შეეცდება, ქვეყნის რეალური პროგრესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გააჩინოს და ამის სიმულაცია გამოხატონ, დესტრუქციული როლი ითამაშონ.

ისინი ცდილობენ, არა გარემოებებიდან გამომდინარე გააკეთონ დასკვნები, არამედ უსაფუძვლო დასკვნები შესთავაზონ საზოგადოებას, შეეცდებიან, ქვეყნის ყველა წარმატებიდან ყურადღება გადაიტანონ საკითხებზე, რომელთა მიმართებითაც მათ შეუძლიათ დესტრუქციული მუხტის გაზრდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები