არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციაზე: ვერ სთავაზობენ რეალურ არგუმენტებს იმ თემებზე, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ, ამიტომ, თავი გააქვთ დესტრუქციით, მუდმივი თავდასხმებით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრემიერი დოკუმენტში იმ საკითხებზე საუბრობს, რაც რეალურად აინტერესებს საზოგადოებას, ოპოზიცია კი დესტრუქციული ქმედებებით არის დაინტერესებული და რეალურ არგუმენტებს ვერ სთავაზობს მთავრობას.

“დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხებია, ეს არის საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, ევროინტეგრაციის მიმართულება, ტერიტორიული მთლიანობა და დევნილების პრობლემები, ასევე, სამომავლო გეგმები. ვერ სთავაზობენ რეალურ არგუმენტებს იმ თემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, ამიტომ, თავი გააქვთ დესტრუქციით, მუდმივი თავდასხმებით, ხმამაღალი რიტორიკით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ
დღეს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენება პლენარულ სხდომაზე მისვლამდე წერილობითი ფორმით წარუდგინა. პლენარული სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები