დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს
დღეს მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. პრემიერის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაიმართება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება დებატები და სიტყვით გამოსვლები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენება პლენარულ სხდომაზე მისვლამდე წერილობითი ფორმით წარუდგინა. პლენარული სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.