დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება
დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
წინასწარი ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, შესაძლოა რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.
აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს მოისმენს.