დავით მაღრაძე: ამ ომთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ სხვა იმედები იყო, საქართველომ მათი იმედები ვერ გაამართლა, მაგრამ ხელისუფლებამ გაამართლა ქართველი ხალხის იმედები

ევროპაში, ყველას თვალწინ მიმდინარეობს ომი, საქართველოს მიმართ სხვა იმედები იყო ამ ომთან დაკავშირებით. საქართველომ ეტყობა მათი იმედები ვერ გაამართლა ამ მხრივ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გაამართლა ქართველი ხალხის იმედები, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამით უნდათ სარგებლობა იმ ადამიანებს, ვინც მზად არის, ყველაფრის ფასად ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება და ხელისუფლება. არ მგონია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პოლიტიკის მიმდევარი იყოს. ყველა არჩევნებზე უფრო და უფრო მცირდება მათი რიცხვი“, – აღნიშნა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები