სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ის იმედი უნდა გვქონდეს ხვალ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები
თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები და ახალი მსოფლიო წესრიგი შეიძლება, გაჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკა არის თავისუფლების მიწა და სიმამაცის სამშობლო, საქართველოც ასე განიხილავს თავს.
„თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უპირისპირდება უზარმაზარ გამოწვევას, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია იმპერიალიზმზე ჯერ კიდევ აქტიურია და თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსული პროპაგანდის პირისპირ, როდესაც რუსეთი ცდილობს რბილი პოლიტიკის განვითარებას, როდესაც ხდება დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმა, რომელსაც ვხედავთ აქ, ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვერდით იყვნენ კიბერთავდასხმების პირისპირ, რომელიც ხშირად შედეგიანია. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები და ახალი მსოფლიო წესრიგი შეიძლება, გაჩნდეს. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნების თანაარსებობას. როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან არ უნდა დაუშვათ, რომ ამ დროის შემდეგ ტერიტორიების ოკუპაცია გაგრძელდეს. თუ ამას დაუშვებენ, რამდენიმე წელში ვნახავთ, რომ რუსეთი იმავეს გააკეთებს, რასაც ის ახლა აკეთებს უკრაინაში. არჩევანი ყველა ჩვენგანზეა. უნდა ვიყოთ უფრო მეტად ერთიანები იმის სურვილში, თუ რა გვინდა ხვალ, მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, მეზობლების პატივისცემაზე, ერთად ცხოვრებაზე. ეს მსოფლიო ერთად უნდა შევქმნათ. ამიტომ უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, რადგან ამერიკა არის თავისუფლების მიწა და სიმამაცის სამშობლო, საქართველოც ასე განიხილავს თავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.