FT: გენერალი სუროვიკინი ნამდვილად დაკავებულია

უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დაკავებულია.

ამის შესახებ Financial Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

FT-ის ცნობით, სუროვიკინი დაკავებულია, რადგან კრემლი “ვაგნერის” მხარდამჭერებს უსწორდება, გასულ კვირას მათი წარუმატებელი ამბოხის შემდეგ. სუროვიკინი კი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს “ვაგნერის” ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან.

სტატიაში ნათქვამია, რომ გაურკვეველი რჩება, სუროვიკინს ბრალი ედება აჯანყებულებთან შეთქმულებაში თუ ის უბრალოდ დასაკითხად დააკავეს.

გენერლის დაკავების შესახებ ინფორმაცია  და რომ ის “ლეფორტოვოს” იზოლატორში იმყოფება, ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა.

დღეს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია კითხვით თავდაცვის სამინისტროს მიმართონ.

ტელეგრამის არხი BAZA ირწმუნება, რომ ესაუბრა სუროვიკინის ქალიშვილს, რომლის თქმით, გენერალი დაკავებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები