პარლამენტმა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 78 ხმით, პირველი მოსმენით „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” კანონპროექტი მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით წესრიგდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობები. ასევე რეგულირდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების გადაცემასთან, ფლობის რეჟიმთან, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლებასთან და ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისი გახდება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უცხოელ ინვესტორთა მოზიდვას და ქვეყანაში კაპიტალის ბაზრების განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები