არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილზე: ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მსოფლიო ლიდერად

მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ეს უბრალოდ პოლიტიკური ფანდია. სააკაშვილი პასუხისგებაშია მიცემული კონკრეტული დანაშაულებისთვის, ის პატიმრობაშია. ეს პოლიტიკოსისთვის სერიოზული დისკრედიტაციაა, მით უმეტეს, ისეთი ადამიანისთვისაც, ვისაც თავი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და რეფორმების ფლაგმანად მოჰქონდა. მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რას წარმოადგენდა ის და მისი გუნდი, ამიტომ ცდილობს, პერიოდულად ასეთი სენსაციური განცხადებებით შეინარჩუნოს ყურადღება და თავი წარმოაჩინოს მსოფლიო ლიდერად, ეს არის და ეს. ამაზე უფრო სერიოზული კომენტარის გაკეთება არც კი შეიძლება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები