“ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს საიმედო სისტემა, პირნათლად ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას” – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს საიმედო სისტემა და საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, სამარცხვინო იყო ის განცხადებები, რომლებიც რადიკალურმა ოპოზიციამ წინასწარ გააკეთა ისე, რომ არ იცოდა შეხვედრის შინაარსი, არც ის, თუ რას იტყოდნენ შეხვედრის შემდეგ ჩამოსული ელჩები, წინასწარ უკვე გამოიტანეს დასკვნები, რომელიც იყო უბრალოდ ერთდღიანი ტყუილი. ფაქტი გახლავთ ის, რომ საქართველო იცავს თავის ვალდებულებებს, პირობებს. ჩვენთვის უპირველესი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება და ასევე პირნათლად ვასრულებთ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაკავშირებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები