იმის ნაცვლად, რომ ბატონმა მშვილდაძემ სამართალდამცავებს სათანადო შეფასება მისცეს, რომ მათ შეასრულეს თავისი სამუშაო, მთელი ოპოზიცია ისევ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას განაგრძობს – არჩილ თალაკვაძე
არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინა რეაგირება, დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ვინც აგრესიის სამიზნე იყო,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს წინა შემთხვევებსაც შეგახსენებთ, როცა ასევე უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს, ნახეთ, რომ ყველა მიეცა პასუხისგებაში და თითოეულ ფაქტზე იყო რეაგირება. რაც შეეხება ამ სამარცხვინო ცილისწამებას, იმის ნაცვლად, რომ ბატონ მშვილდაძემ სამართალდამცავებს სათანადო შეფასება მისცეს, რომ მათ შეასრულეს თავისი სამუშაო და მოახდინეს რეაგირება, პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, განაგრძობს მთელი ოპოზიცია ისევ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ის რასაც ჩვენ ვეუბნებოდით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამ წლების განმავლობაში ისინი მხოლოდ ზიზღის, ცილისწამების, ძალადობის კამპანიებით არიან დაკავებული”,- განაცხადა თალაკვაძემ.