შალვა პაპუაშვილი: საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა

“საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ფარული გეგმები ხელისუფლებას არ აქვს

„რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა, არანაირი გეგმა „ბე“ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც რაღაც ისეთ აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო არეულობა, როგორც წავიდა იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისთვის, რომელიც დღესდღეობით არ არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები