ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებულნი
“ამ ფორმატში პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოში ენახათ ის გადადგმული ნაბიჯები, ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია და სწევს ამ ძალიან რთულ ვითარებაში”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ოპოზიცია, რომელიც საფუძველს მოკლებულ განცხადებებს აკეთებდა, გაწბილებული დარჩა.
“კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებულნი ჩვენი ოპონენტები, რადგანაც ხშირად გვესმოდა მათი მხრიდან შეფასებები, საფუძველს მოკლებული ბრალდებები და ეს კეთდებოდა მათი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და ამით ისინი აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას.
ამ ფორმატში პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოში ენახათ ის გადადგმული ნაბიჯები, ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია და სწევს ამ ძალიან რთულ ვითარებაში. ზოგადად, ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ქვეყანა, პასუხისმგებლობიანი მთავრობა. თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეთ ის, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ. საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.