ლაშა ხუციშვილი: სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს და მის შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში

საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით და ასევე ამ სამუშაოს შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე – საქართველოსთვის. ცხადია, შეჯერდა პოზიცია, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზეც შესაძლოა იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით და ასევე ამ სამუშაოს შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განცხადება გავაკეთეთ, მიუხედავად იმ ყალბი ინფორმაციებისა, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელდებოდა პრესაში. ყველა ამ ბრალდებასა და ფაქტს ერთად გაეცა პასუხი“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ მასშტაბური კომპლექსური სისტემა შეიმუშავა იმისთვის, რათა სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები