“კარგია, რომ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით” – იაგო ხვიჩია სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტზე

“საჭიროდ არ მიიჩნიეს, ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს, კარგია, რომ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით”, – ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან სანქციების კოორდინატორების ვიზიტს საქართველოში.

„ეს არ იყო პოლიტიკური ვიზიტი, მგონია, რომ ეს იყო ტექნიკური ვიზიტი იმ ხალხის, რომელსაც ევალება თვალი ადევნოს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებას. შესაბამისად, მათ საჭიროდ არ მიიჩნიეს, ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს და კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით. თუმცა, რომ გითხრათ, რომ ეს უზარმაზარ პოზიტიურ გავლენას მოიტანს ქვეყნისთვის, ნაკლებად მგონია, რადგან ამ ხალხმა კრიტიკული ნაწილიც თქვა და გულისწყვეტა იმაზე, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს ან მის ნაწილს მაინც,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი დევიდ ო სალივანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები