შალვა პაპუაშვილი: “ქართული ოცნების” მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს დაახლოება ნატოსთან – მიაღწია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას
“ქართული ოცნების” მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს დაახლოება ნატოსთან, წარმატებით წარმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა მიიღო და მიაღწია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მრავალმხრივი დემოკრატიული, ლიბერალური და პროგრესული რეფორმები განახორციელა.
“საქართველოს მთავრობა გამოირჩევა საჯარო სექტორის კეთილსინდისიერებით და დიდი ხანია, ძალისხმევას არ იშურებს დასავლეთში ინტეგრაციისთვის. არსებითად ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მთავრობა ჰყავს. აგრეთვე, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ,,ქართული ოცნების,, მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს დაახლოება ნატოსთან, წარმატებით წარმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა მიიღო და მიაღწია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას.
მიმდინარე წლის ბოლოს, ევროპული საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც. საქართველოს მთავრობამ, ასევე, განახორციელა მრავალმხრივი დემოკრატიული, ლიბერალური და პროგრესული რეფორმები. მათ შორისაა, მაგალითად, უმცირესობების დასაცავად ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება, რაც ვერც ერთმა წინა მთავრობამ ვერ შეძლო”,- წერს პაპუაშვილი.