“სიმართლე ისაა, რომ, დღესდღეობით, საქართველოს ისეთი ძლიერი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს, როგორიც აქამდე არასოდეს ჰქონია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა და თანამშრომლობა სჭირდება.
“საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრა ქართველი ხალხისგან მისი ხელოვნურად განცალკევების გზით ამორალურია. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური განწყობების საფუძველს წარმოადგენდა, მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, რევოლუციური ტაქტიკის გახანგრძლივება კვლავ ხელს უწყობს პოლარიზაციას, ხოლო პოლარიზაციას შეუძლია გამოუსწორებლად დააზიანოს ჩვენი საზოგადოების სოციალური ქსოვილი. სიმართლე ისაა, რომ, დღესდღეობით, საქართველოს ისეთი ძლიერი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს, როგორიც აქამდე არასოდეს ჰქონია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო მხოლოდ სამ ათწლეულს ითვლის და გამოიარა რუსეთის არაერთი შემოჭრის, სამოქალაქო კონფლიქტების, სააკაშვილის დიქტატურისა და, ამჟამად, პოლიტიკის გაბოროტებული რადიკალიზაციის ეტაპები. საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა და თანამშრომლობა სჭირდება, ხოლო მთავრობის ხალხისგან განცალკევების ამორალური მცდელობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება”,- წერს პაპუაშვილი.