ბექა ოდიშარია: ლევან ხაბეიშვილი არის ცნობილი დამსმენი, შარიკოვი – მსოფლიო ჩემპიონატი, რომ იყოს დამსმენლებში, ალბათ, მეორე ადგილზე გავიდოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ლევან ხაბეიშვილი არის ცნობილი დამსმენი, შარიკოვი, მე მახსენებს 37 წელს მოქმედ ადამიანებს, რომლებიც ადამიანებს ხელს ადებდნენ და უდანაშაულოებს იჭერდნენ, ხვრეტდნენ, მადლობა ღმერთს, რომ მაგის საშუალება ლევან ხაბეიშვილს არ ექნება და მსოფლიო ჩემპიონატი, რომ იყოს დამსმენლებში ალბათ მეორე ადგილზე გავიდოდა ცნობილი გარემოებების გამო”, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა: “არაფრის გატარებას ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ, რა თქმა უნდა, მუხანათურად ჩუმად და ჩასაფრებით არ გააკეთებთ – ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. პირველ რიგში, მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მამუკა მდინარაძესა და ბექა ოდიშარიაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გვაფრთხილებს თავდასხმების შესახებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები