“მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს” – ალუდა ღუდუშაური
„მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს, ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები”, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ თავდასხმის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ – ყოველგვარი და ამაში იგულისხმება, მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა-გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.