მაკა ბოჭორიშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ტერიტორიის გავლით სანქციებისგან თავის არიდება არ მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სანქციების მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ტერიტორიის გავლით სანქციებისგან თავის არიდება არ მოხდეს.

მისივე თქმით, ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ერთი წელია, ვამბობთ, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არ უერთდება ევროკავშირის სანქციებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს გავლით არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება. ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, სახელმწიფო უწყებების ძალიან მობილიზებული მუშაობა, რასაც ჩვენი უწყებები აკეთებენ“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები