პრეზიდენტი: ვფიქრობ, რომ რუსეთთან „რბილ ომში“, ევროკავშირს საქართველოს დაკარგვა არ შეუძლია

„რბილ ომში“, რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის „სათამაშოდ“ მარტივი ადგილის მიცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს.

„ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია, საქართველოს სჭირდება წლის ბოლო კანდიდატის სტატუსის მიღება. პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფია საქართველოსთვის ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ არის, როგორც ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ამ „რბილ ომში“, რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის „სათამაშოდ“ მარტივი ადგილის მიცემა. ასე რომ, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება დაემატოს, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ – ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები