“საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის”, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანიმ განაცხადა.
“საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას.
საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებზე და არ ახორციელებს სანქციებს, მაგრამ რაც ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, განსაკუთრებით ეს ეხება 38 საომარ პროდუქტს“, – განაცხადა ო’სალივანმა.