ირაკლი ქადაგიშვილი: ბოლო დროშა ოპოზიციის ხელში ისევ რუსეთიდან წამოსული პროვოკაციული განცხადება იყო, რომ ლარსი სანქციების გარღვევის ადგილია, ეს დროშაც ხელიდან გაუვარდათ

ბოლო არგუმენტი რაც ოპოზიციას ჰქონდა, ისევ რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული, რომ ლარსის პუნქტი ჩვენთვის არის სანქციების გარღვევის ადგილიო. ბოლო დროშა ოპოზიციის ხელში ისევ ეს რუსეთიდან წამოსული პროვოკაციული განცხადება იყო, რა თქმა უნდა, ეს დროშაც ხელიდან გაუვარდათ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდგე რაც ომი დაიწყო და საერთაშორისო სანქციები ამოქმედდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მას შემდგე მუდმივად დაბეჯითებით იმეორებენ ერთსა და იმავეს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი და უფრო მეტიც, რომ ირანი და სხვა და სხვა ქვეყნები რუსეთს შეიარაღებას აწვდიან სწორედ საქართველოს გავლით. ეს არის ლამის დანაშაულის ტოლფასი განცხადებები, რომლითაც შენს ქვეყანას ასეთ მძიმე, დაუსაბუთებელ და ყურით მოთრეულ ბრალდებებს უყენებ. ახლა სანქციების ჯგუფის ვიზიტის წინა ისტორია არის საინტერესო. 11 პაკეტი არის ღირებული, მრავალი შეფასებაა გაკეთებული, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და არსად არ ყოფილა ოფიციალურ დოკუმენტებში რაიმე საყვედური გამოთქმული საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები